ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გამოაცხადა. შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტარებმა დღეს, 23 ნოემბერს მიიღეს. 

რეზოლუციას მხარი 494-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ 58 წავიდა, 44-მა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტარები მიუთითებენ რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკ ქმედებებზე მიმდინარე ომის დროს უკრაინაში და აღნიშნავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართული თავდასხმები და სასტიკი ქმედებები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევები ტერორისტული აქტები და სამხედრო დანაშაულია.

რეზოლუციაში რუსეთი აღიარებულია ქვეყნად, რომელიც ომის დროს „ტერორიზმის მეთოდებს იყენებს“.

დეპუტატები გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას ახალი კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის მთელი სახელმწიფოების მოთავსებას ტერორისტთა სიაში. ამჟამად ევროკავშირის ტერორიზმის სიაში მხოლოდ ორგანიზაციებისა და ცალკეული ადამიანების შეყვანა შეიძლება.

„ევროპელი კანონმდებლების ეს ნაბიჯი არის სიმბოლური პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი შედეგები, მაგრამ ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკავშირის 27 ქვეყნის მთავრობებს, მხარი დაუჭირონ რეზოლუციას“, – წერს უცხოური მედიასაშუალებები.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები