LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

104
BeFunky-collage (17)

ესპანეთმა, გერმანიამ, ბელგიამ და პორტუგალიამ მაიმუნის ყვავილის ვაქცინის მარაგი მიიღო. ვაქცინაციის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ის ნებაყოფლობითი იქნება.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) მონაცემებით, 6 ივლისის მდგომარეობით, ევროპის რეგიონის 33 ქვეყანაში მაიმუნების ინფექციის 5950 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების უმეტესობა 18-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან.

ამ დროის მონაცემებით ცნობილია, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული. ეს ინფორმაცია მედიისთვის ცნობილი 15 ივნისს გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g