LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხოელებს არ შეეხოთ“ – რატომ მოჰყვა კრიტიკა ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგის მოწოდებას

55
Untitled design (2)

ჩინეთში მაიმუნის ყვავილის დაფიქსირების შემდეგ, ქვეყნის ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ.

განხილვის საგანი გახდა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარი ეპიდემიოლოგის მოწოდება – „არ შეეხონ უცხოელებს“.

„მაიმუნის ყვავილის შესაძლო ინფექციის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია, უცხოელებთან კანთან კონტაქტი თავიდან აიცილოთ“, – დაწერა ვუ ზუნიუმ ერთ-ერთ ჩინურ პლატფორმაზე.

აღნიშნულმა განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა ის რასისტულად შეაფასა, მოგვიანებით კი პლატფორმამ პოსტზე კომენტარები შეზღუდა.

გარდა ამისა, ეპიდემიოლოგმა მოუწოდა ადგილობრივებს, თავი აარიდონ კონტაქტს ბოლო სამი კვირის განმავლობაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოგზაურებთან.

შეგახსენებთ, მაიმუნის ყვავილი გამოვლენილია დაახლოებით 90 ქვეყანაში. დაფიქსირებულია 60 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, ზოგიერთ არაენდემურ ქვეყანაში კი დადასტურდა ვირუსთან დაკავშირებული ლეტალური შემთხვევები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები