LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპიდან ვიზიტებში 75%-იანი ვარდნა გვაქვს – ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან გვყავს

72
shutterstock-661441039

2020 წლის მარტში ქვეყანაში 55 907 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, კლება 2019 წელთან შედარებით 89% -ია, 2020-თან კი, 73.4%. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, თითქმის 75%-იანი ვარდნაა ევროპიდან ვიზიტებში – ევროპის ქვეყნებიდან გასულ თვეს 46 049 ვიზიტორი შემოვიდა. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, შემდეგია:

  • თურქეთი – 20 237

  • საქართველო (არარეზიდენტი) 7 241

  • სომხეთი – 5 656

  • რუსეთი – 4 703

  • აზერბაიჯანი – 4 226

აღსანიშნავია, რომ ვიზიტორებს შორის 49 106, ანუ 88% კაცი იყო, ხოლო ქალების რაოდენობამ 12%, ანუ 6 801 შეადგინა.

შეგახსენებთ, 2020 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები