LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპის სახალხო პარტიას” საქართველოს მმართველმა გუნდმა იმედი გაუცრუა

90
1580848869-ევროპის-სახალხო-პარტია

ბრიუსელში, “ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ, სადაც საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო. ამის შესახებ პარტია განცხადებას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. განმარტებულია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს მოლაპარაკებებს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. პარტია იმედგაცრუებულია საქართველოს მმართველი გუნდით და მოუწოდებენ მთავრობას შეასრულოს საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება.

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში დემოკრატიის ძლიერ მხარდამჭერად რჩება. აქედან გამომდინარე, პარტია იმედგაცრუებული მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიმართულებით. „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს მთავრობას, ქართველი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები დააკმაყოფილონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

დემოკრატია შესუსტებულია: აშშ-დან ისევ წერილია ბატონო პრემიერო!

„ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით. ისინი მოუწოდებენ უმრავლესობას, რომ ისეთი საარჩევნო სისტემის დანერგვის გარანტია შეძლოს, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერითა და ნდობით ისარგებლებს.

ასევე, „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს მცდელობებისგან, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოიყენონ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. განცხადებაში წერია, რომ ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტონ ოპოზიციის ლიდერების დევნა.

კალაძე უგულავაზე: “50 მილიონი მოიპარა, ამაზე ხელიც მოაწერა და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ”

“საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ის, რომ ქვეყნის დემოკრატიულმა მიღწევებმა უკან არ დაიხიოს, შედის როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის ინტერესებში“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g