LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე უგულავაზე: “50 მილიონი მოიპარა, ამაზე ხელიც მოაწერა და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ”

199
BeFunky-collage (51) (1)

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ საქართველოში არანაირი დევნა პოლიტიკური ნიშნით არ მიმდინარეობს, მათ შორის, არც გიგი უგულავაზე. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებმა საზოგადოებას სიმართლე და რეალობა რომ დაანახოს, ძალიან მარტივია. შესაბამისად, ვერავინ ვერ დაიჩაგრება, ჩვენ არასოდეს არავინ არ დაგვიჩაგრავს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, აღნიშნა, რომ  გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელიც მოაწერა.

„რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა კახი კალაძემ.

“სად არის კახა კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!” – გიგი უგულავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები