LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს ოფისი მზად არის, საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერა გაუწიოს – კახა კუჭავა ნატალია ვუტოვას შეხვდა

61
Untitled design (6)

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, პარლამენტის სამომავლო გეგმებსა და ამ გეგმების განხორციელების პროცესში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატალია ვუტოვამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ოფისი მზად არის, საქართველოს პარლამენტს შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიოს.

“შეხვედრის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტი და ამ დოკუმენტის დროული, სრულყოფილი იმპლემენტაციის მნიშვნელობა იყო. როგორც ევროპის საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათ სურვილი აქვთ რომ ჩვენ, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საპარლამენტო ფორმატში.” – განაცხადა კუჭავამ.

პოპულარულები