LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook: რუს სამხედროებსა და პუტინზე სიძულვილის ენით საუბარი დროებით ნებადართული ხდება

179
Capture

მეტა პლატფორმები Facebook-ისა და Instagram-ი სიძულვილის ენის პოლიტიკას ცვლის. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, კორპორაცია Meta სიძულვილის ენის გამოყენებაზე დროებით და ნაწილობრივ ხსნის შეზღუდვებს.

ზოგიერთ ქვეყანაში უფლება ექნებათ სიძულვილის ენით მოიხსენიონ რუსი სამხედროები და ასევე, პუტინი და ლუკაშენკა.

“უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ჩვენ დროებით დავუშვით პოლიტიკური გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა “სიკვდილი რუს დამპყრობლებს”. თუმცა ჩვენ არ ვუშვებთ ძალადობრივ მოწოდებებს რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ,” – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები