LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერის“ აცრის რიგში 9 ათასი ადამიანია, ქვეყანაში არსებული მარაგით მხოლოდ 14 ათასი ადამიანის აცრაა შესაძლებელი

122
პპ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, 9000-დან 20 % სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი – 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეა.

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი აიცრება, ზოგი შეიძლება რაღაც მიზეზით ვერ მივიდეს აცრაზე. ჯავშანი მუშაობს 2 კვირის განმავლობაში.თბილისში “. – განმარტა გამყრელიძემ.

მისი თქმით, „ფაიზერით“ აცრა,  ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ სამ ქალაქში (თბილისში,ბათუმსა და  ქუთაისში) მხოლოდ იმიტომ მიმდინარეობს, რომ აქ გვაქვს ვაქცინის შენახვის პირობები (ვაქცინა მინუს 80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს) და ამ სამ ქალაქშია გადამზადებული პერსონალი.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის ჩასატარებლად მოლოდინის რეჟიმში ჯამში 11 273 ადამიანი იმყოფება, დაახლოებით 2000 ადამიანი კი გეგმავს აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.

დაავადებათა კონტროლის ევოვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინა მხოლოდ 14 ათასი ადამიანისთვის იქნება საკმარისი, თუმცა იქვე დასძინა, რომ წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში შესაძლებელია, „ფაიზერის“ მორიგი დოზა მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g