LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაქტია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი” – ხათუნა ზახაშვილი

121
Untitled

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ქვეყანა ვერ შეძლებს კორონავირუსის მესამე ტალღის შეჩერებას.

ამასთან, როგორც ზახაშვილი აღნიშნავს, კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი.

“როგორც ჩანს, ვერ შევძლებთ ამის შეჩერებას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გატარდეს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორც შარშან.

ფაქტია, რომ მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდირებულია შესაძლებელი იქნება ისეთი დამანგრეველი არ იყოს, როგორც მეორე.”-აცხადებს ზახაშვილი “პალიტრანიუსთან”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები