LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

405
104898495-2331829013787984-3874114346585339242-o

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ამის გამო დღეს, 21 ივნისის 18:00 საათამდე ზაჰესის დამბა გახსნილი იქნება, ხოლო ჟინვალჰესის დამბა დაიკეტება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტიუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას.

აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზე უკვე მიეწოდა.

უწყება მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g