LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთი რაც იყო, იყო საბჭოთა კავშირში… ჩემი აზრით, რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ: იაგო ხვიჩია

226
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „პირველი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ „რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ“.  ხვიჩიას თქმით, „თუ გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ, კონკურენცია უნდა გავაჩინოთ“.

„მგონია, რომ საქართველოში არსებობდა ქართული საბჭოთა ფეხბურთი, მაგრამ ქართული ფეხბურთი ვერ შევქმენით. ფეხბურთი რაც იყო, იყო საბჭოთა კავშირში. შენ თუ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე არ გადიხარ, შენი საკლუბო გუნდები არ მონაწილეობენ თუნდაც უეფას თასის ფინალურ ეტაპებზე მაინც, შენ არ შეიძლება ილაპარაკო, რომ ფეხბურთი გაქვს…

ჩვენი ფეხბურთი ეთნიკურ ნიადაგზე იდგა, მთელი ერი ვიბრძოდით მოედანზე და იქ მებრძოლებს უყურებდა ადამიანი, ასეთი აზარტი იყო. ეს აზარტი საბჭოთა კავშირის დანგრევამ გამოგვაცალა, ახალი აზარტი ვერ შევქმენით…

ჩემი აზრით, რუსების გარეშე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი უნდა აღვადგინოთ. თუ გვინდა, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშოთ, კონკურენცია უნდა გავაჩინოთ. თუ ეს ჩემპიონატი შეუძლებელია, ვისთანაც შესაძლებელია, იქ უნდა გავაკეთოთ. რადგან, გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ მისი გუნდის საგულშემატკივროდ მიდის, თორემ სამტრედია და გორი რომ თამაშობს, ორივე ჩემი გუნდია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები