LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრს საქართველოში ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო არ ახსოვს

93
pjimage-2

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბიზნესგარემო სრულიად თავისუფალია.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ქვეყანაში ზეწოლისგან ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო მას არ ახსოვს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ერთი წელია ვარ საჯარო სამსახურში და ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო და ბიზნესი ზეწოლისგან, ჩემს მეხსიერებაში არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და დანარჩენი თუ რომელიმე კონკრეტული შემთხვევაა, მოიტანონ დადონ და თუ რეაგირება არ იქნება მერე ვილაპარაკოთ“, – განმარტა ივანე მაჭავარიანმა.

აღსანიშნავია, რომ ამ კომენტარით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები