პროფესორი გიორგი ფხაკაძე ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილ ახალ შემთხვევების რაოდენობას ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში არალოგიკური ეპიდემიაა.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი❗️
✅ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია❗️ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი ❗️
✅ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ?! დღეს ისევ დავკარგეთ 60 ჩვენი თანამოქალაქე?
✅სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები – ეს დამყუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!
✅ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი არ აინტერესებს.. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:
?არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);
?მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპირტით სარგებლობას;
?საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;
?ტრასპორტში კონდიციონერები გამორთული უბდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;
?ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;
?შენობებში ცენტრალური კონდიცურება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;
?გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან ❗️
?ხშირად დაიმუშავეთ ხელები❗️
?სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში, აიცერით❗️
?არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის❗️
?მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.
?გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში ?
ჯანმრთელობას გისურვებთ ?“ ,- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღევანდელი კოვიდსტატისტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს ქართველმა ექიმებმაც.