LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფხაკაძე: კორონავირუსის გადატანიდან 6 თვის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

1774
ფხაკ

საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, ამის შესახებ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს. მისივე თქმით, ამ ფონზე, საუკეთესო წამალი და გამოსავალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც ადამიანს იცავს შემდგომი კოვიდური გართულებებისგან.

„ყველაზე კარგი წამალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მერე არ დაგჭირდეთ სხვა წამლები. იმიტომ, რომ 30%-მდე ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე “რუსთავი 2”-თან.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი პოსტკოვიდური გართულებების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გამოუვლინდათ.

განსაკუთრებით, მისი თქმით, ეს არის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე მენტალური გართულებები.

„კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც კარგავენ ყნოსვას, გემოს.

ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გართულება არის და ა.შ. ძალიან დიდი გართულება არის დეპრესია, განსაკუთრებით მანდილოსნებში.

ეს კვლევებით არის დადასტურებული და ამის მერე სხვადასხვა ტიპის მენტალური გართულებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და კი არ უნდა ველოდოთ რაღაც წამალს, რომელიც მერე დაგვეხმარება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ეს ვერაგი ვირუსი,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები