ამბავი, რომლის მონაწილეც თქვენ ხართ, ასე იწყება: თუ გაქვთ ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ფრენის  თუნდაც ერთი ისტორია, თუ ავიახაზმა გადაგიდოთ, გაგიუქმათ ან გადაგიჯავშნათ ფრენა და ამის შესახებ არ მოგითხოვიათ კონპენსაცია, შეგიძლიათ ახლა მიიღოთ კუთვნილი თანხა – 250, 400 ან 600 ევროს ოდენობით კომპენსაცია. ეს შეიძლება იყოს ყველა, ვისაც კი იცნობთ, მეგობარი, მეზობელი, ნაცნობი, ან თანამშრომელი.

კომპანია ეძებს დაახლოებით 5 000 ადამიანს, მგზავრს ვისაც ეკუთვნის კომპენსაცია და არ იცის, ვისაც მხოლოდ ერთი განაცხადით შეუძლია 600 ევროს მიღება.

როგორ და რა შემთხვევაში ხდება კომპენსირების მიღება მგზავრებისთვის ამ თემაზე „ფორტუნას“ კომპანია Fly help-ის მგზავრთან კომუნიკაციის მენეჯერი, ნათია ბედენაშვილი ესაუბრა.

 

  • რა შემთხვევაში ეკუთვნის მგზავრს კომპენსაცია?

ვეძებთ მგზავრებს, რომლებსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრობლემა შეექმნათ ავიახაზთან. ეს შეიძლება იყოს ფრენის დაგვიანება, გადადება ან გადაჯავშნა. ასეთმა მგზავრებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ მათ კანონის თანახმად ეკუთვნით კომპენსაცია.

შეიძლება ახლა, რომელიმე მათგანი ამას კითხულობს, მეგობარი, ნაცნობი ან მეზობელი, თუნდაც ნათესავი, დედა, მამა, რომლებიც მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილან და გვინდა, მივმართოთ მათ, რომ გამოგვიგზავნონ შეტყობინება ან დაგვირეკონ.

  • როგორ მოძებნონ დაინტერესებულმა პირებმა კომპანია?

Flyhelp.ge ეს არის ჩვენი ვებგვერდი, ხოლო „ფეისბუქზე“  Fly Help – კომპენსაცია ფრენებზე შეუძლიათ მგზავრებს მოგვძებნონ, მოგვწერონ მესინჯერში ან დაგვირეკონ სამუშაო დროებში და ჩვენი ოპერატორები მყისიერად გაუწევენ კონსულტაციას.

  • იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა ხდება განაცხადის დაფიქსირებიდან მოგებულ საქმემდე? როგორი პროცესია ეს?

ჩვენ დეტალურად შევისწავლით თითოეული მგზავრის საქმეს და პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით ვუწევთ კონსულტაციას – აქვთ თუ არა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. შემდეგ ვავსებთ განაცხადს, რომელსაც დაახლოებით, 1-2 წუთი სჭირდება. მგზავრებმა თან უნდა იქონიონ პასპორტი და ბილეთის სურათი, რათა განაცხადის ფორმაში მოხდეს ატვირთა.

როგორც კი შეავსებენ განაცხადს, მათ პირად მეილზე მიუვათ შეტყობინება, რომ fly help-მა მიიღო განაცხადი. ამის შემდეგ პროცესში იურისტები ერთვებიან. იწერება შესაბამისი წერილი და იწყება უკვე ავიახაზთან კომუნიკაცია, რაც საკმაოდ რთული პროცესია.

სამწუხაროდ, ავიახაზებს კანონით დადგენილი ვადები არ აქვთ, რომ მგზავრებს ვუთხრათ ზუსტი პერიოდი, როდის დასრულდება პროცესი. თუმცა, ჩვენი სამწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე საშუალო პერიოდი არის ერთიდან სამი თვე.

ყოფილა შემთხვევები ხუთ დღეშიც აგვინაზღაურებია მგზავრებისთვის კომპენსაცია, ზოგჯერ სამ კვირაში, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ ამ საშუალო პერიოდის განმავლობაში მგზავრებს მივაწოდოთ ინფორმაცია დავასთან დაკავშირებით

  • რა შემთხვევა შეიძლება გახდეს მგზავრისთვის  უარის თქმის მიზეზი, თუ კომპანიამ ფრენა გადაავადა ან დააგვიანა?

პირველ რიგში, ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს უამინდობა. კანონის თანახმად, ასეთი სიტუაცია მიეკუთვნება ფორსმაჟორს და ავიახაზები განთავისუფლებულნი არიან კომპენსაციის გაცემისგან.

კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს მგზავრს მაშინ, თუ ავიახაზების ბრალეულობის გამო მოხდა მისი ფრენის შეფერხება. მაგრამ, თუ რაღაც გარე ფაქტორებია მიზეზი, მაგალითად, უამინდობა, გაფიცვა ან თუნდაც, დღევანდელი სიტუაცია – პანდემია, ასეთ დროს ავიახაზებს კანონი ათავისუფლებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან და ჩვენ მხოლოდ კონსულტაციით შემოვიფარგლებით ხოლმე, რათა მგზავრებმა სამომავლოდ იცოდნენ მათი უფლებები.

ჩვენი მოვალეობაც ეს არის – მგზავრთა უფლებების დაცვა.

  • ცნობილია, რომ “WizzAir”-ისა და “Ryanair”-ის წარმომადგენლობა საქართველოში არ არის.ასეთ დროს რაიმე დამატებითი სირთულე ხომ არ ექნებათ მგზავრებს?

არა, ეს არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს. ჩვენ დავის პროცესს ვაწარმოებთ სხვადასხვა კომპანიებთან. ჩამონათვალი იმ ავიაკომპანიებთან, რომლებთანაც გვქონდა პროცესები და მოვიგეთ, არის ძალიან ვრცელი.

  • ევროპის მასშტაბით გულისხმობთ, თუ აზიურ ავიახაზებზეც ვრცელდება?

მგზავრს აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუ ფრენა ხორციელდება უშუალოდ ევროპული ავიახაზებით ნებისმიერი მიმართულებით ან არაევროპული ავიახაზით ევროპული ქვეყნიდან სხვა მესამე ქვეყანაში. მოკლედ, ყველა მგზავრის საქმე არის ინდივიდუალური.

  • და ბოლოს, თუ ფლობთ სტატისტიკას, რამდენმა მგზავრმა შეავსო განაცხადი კომპენსაციის მიღებისთვის და რამდენს დაუკმაყოფილდა?

ამ სამი წლის განმავლობაში, რაც Fly help-ი დაარსდა საქართველოში (ზოგადად, ეს სერვისი ჩვენი დაფუძნებულია) მომსახურება დაახლოებით, 5 000 მგზავრს გაეწია. აქედან, ნაწილს უარი მიუვიდა, ვინაიდან იყო რაღაც გარე ფაქტორები, რის გამოც შეფერხდა მათი ფრენა.

ამ სამი წლის განმავლობაში, სამ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაციაა მგზავრებზე გაცემული. საკმაოდ სოლიდური თანხაა და ამას ხმამაღლა ვამბობთ, ვამაყობთ იმით, რასაც ვაკეთებთ.

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05