LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა” ლიდერია – აღიარება კიდევ ერთ ბიზნესდაჯილდოებაზე

122

რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა” ლიდერია – სწორედ ამ ნომინაციაში გაიმარჯვა ჰოლდინგმა ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების რიგით მე-15 ცერემონიაზე.

20 დეკემბერს, სასტუმრო „ბილთმორ თბილისში“ „ქართული ბრენდის დღე 2017“  ჩატარდა.  „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილია“.

ღონისძიებაზე გამარჯვებულები 7 ძირითად ნომინაციაში გამოვლინდნენ:

  1. ლიდერი;
  2. ნდობა და რეპუტაცია;
  3. წარმატებული ახალი ბრენდი;
  4. წარმატებული ტელეპროექტი;
  5. წარმატებული მუსიკალური პროექტი;
  6. წარმატებული საერთაშორისო პროექტი;
  7. ბრენდ-პერსონა

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება – პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე, კომპანიების ჯანსაღი კონკურენციის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას, ეთიკური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, საქართველოს ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისათვის  ინფორმაციის მიწოდებას.

მათივე ცნობით, ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც დაემკვიდრებინათ  ბრენდების დაჯილდოების ეროვნული დღესასწაული.

მანანა გეგიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი: როცა პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, სიტყვა „ბრენდი“ იმდენად უცხო იყო საზოგადოებისთვის, რომ მისი მნიშვნელობის ახსნა ხშირად გვიწევდა… მას შემდეგ ათეული წელი გავიდა, ქართულ სინამდვილეში გაჩნდნენ ახალი კომპანიები, დაიწყეს დამკვიდება ბაზარზე და ბრენდად ჩამოყალიბების ეტაპების გავლა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ბრენდებმა შიდა და გარე ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება, წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა,  ხოლო „ქართული ბრენდის დღე“ – ნაციონალურ დღესასწაულად იქცა.

ელგუჯა მარღია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის“ დამფუძნებელი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი: ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, „ქართული ბრენდის დღე“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. მისი დაარსებისკენ მსგავსი კონკურსების გამართვის მსოფლიო ტრადიციამ გვიბიძგა; თუმცა პროექტი არ არის რომელიმე ღონისძიების კალკი. ის სავსებით მორგებულია ქართულ რეალობას. როდესაც „პროფილი“ დავაფუძნეთ და პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, შესაბამისად, პიარტექნოლოგიებზე მოთხოვნაც, დღევანდელ რეალობასთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელო გახლდათ. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ პროექტის იმიჯისა და რეპუტაციის ასამაღლებლად. გვჯერა, რომ ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას, ბაზარზე კომპანიების სწორ პოზიციონირებას და მთელი წლის საქმიანობის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.

 

ქართული ბრენდის დღე 2017-ის გამარჯვებულების სია ასეთია:

ლიდერი

1)რადიო ფორტუნა

2)პე-ეს-პე ჯგუფი

3) IDS ბორჯომი საქართველო

4)ჟურნალი „სარკე“

5)კლინიკა „ენმედიცი“

6)შატო მუხრანი

7)ნიკორა

8)სილამაზის ცენტრი „ნატალი“

ნდობა–რეპუტაცია:

9)იმედის კლინიკა

10)გამომცემლობა „უნივერსალი“

11)ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა“

12)კურორტი „საირმე რეზორტი“

13)რესტორანი „თაშრე“

14)მეიერ შავიტის მხატვარ-დიზაინერთა სკოლა „ოსკარ შინდლერის აკადემია“

15)იზოსია

16)მანანა შეროზიას თვალის კლინიკა

17) ნიუ იორკის ქართული თეატრი

წარმატებული ახალი ქართული ბრენდი:

18)სასტუმრო აივანი

19)ბელა მეტრეველის გინეკოლოგიური ცენტრი

20) „ლე გარაჟ ჯგუფი“

21)ნია ონიაშვილის კლინიკა ბაიები

22)სასტუმრო „ბორჯომი აისი“

ქართული ბრენდის ტიტული მოიპოვეს:

23) სასტუმრო კომპლექსი „ბაგრატი 1003“

24)აჭარის მოდის კვირეული

წარმარტებული ქართული ბრენდი:

25)კურორტი „კასტელო დე მარე“

26)გრინ ვეი

27)სამგორი მედი

28)სუპერმარკეტების ქსელი „ვილმარტი“

29)ფოცხიშვილების სამეფო ნაციონალური ბალეტი და ფოცხიშვილების პატარა ვარსკვლავები

სპეციალური პრიზი:

30)მარი მალაზონიას მედიცინის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის

წარმატებული ტელეპროექტი:

31)პრაიმ  შოუ

32)დილა მშვიდობისა საქართველო

33)აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრი

ისტორიული რადიო ბრენდი:

34)პიკის საათი

წარმატებული სახელი მოდის ინდუსტრიაში:

35)მარიამ მაჩაბელი

წარმატებული მუსიკალური პროექტი:

36)სამოსელი პირველი ზაზა მარჯანიშვილი

ბრენდ პერსონა:

37)გურამ დოჩანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები