LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის პორტის მუშაობა აღდგა

135

ბოლო დღეებში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო მოლოდინის რეჟიმში მყოფი საკონტეინერო გემების უმრავლესობის მიღება და  24 საათიან რეჟიმში, შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ხელმძღვანელობის ნავსადგურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და ადგილზე პორტში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

მათი ინფორმაციით, პორტში შესვლას ელოდებოდა მხოლოდ ერთი საკონტეინერო გემი, რომლის მიღებასაც პორტი შეძლებს დამუშავების პროცესში მყოფი სხვაგემებისგან ნავმისადგომის გამოთავისუფლების შემდეგ.

ფოთის ნავსადგურში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში პორტში შესასვლელი არხიდან ამოღებული და გადატანილია 12685 კუბ.მგრუნტი.

პოპულალურები