ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ქალიშვილი, პრინცესა შარლოტა 5 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით ქეით მიდლტონმა სოციალურ ქსელში პატარა პრინცესას ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ახალ ფოტოებზე, რომლებიც კემბრიჯების ოფიციალურ გვერდზე განთავსდა, შარლოტა ქველმოქმედებითაა დაკავებული. ის პროდუქტებს აგროვებს, რომელსაც ნორფოლკში მოხუცებულებს ურიგებენ.
ფოტოებში, რომლის ავტორიც ქეით მიდლტონია, შარლოტა „ზარას“ კუბოკრულ კაბაშია გამოწყობილი.