LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დიზაინერ ნინა ზარქუას გლამურული დაბადების დღე და ბანტიანი შავი კაბა

543
ninazarqua

ფეხსაცმელებისა და აქსესუარების ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა, ნინა ზარქუამ 14 დეკემბერს დაბადების დღე აღნიშნა. მან ტორტი თავისი მეუღლის, ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის გარემოცვაში ჩააქრო. დაბადების დღის წვეულებაზე დიჯეი უკრავდა. ნინამ და მისმა მეუღლემ შავ ფერზე გააკეთეს აქცენტი. ნინა ზარქუამ დაბადების დღისთვის ტანზე მოტკეცილი კაბა შეარჩია, რომელსაც უკან ბანტი ამშვენებდა. დიზაინერმა მოირგო გრძელი ხელთათმანები და ოქროსფერი საათი.

ნინამ ფოტოები „ინსტაგრამზე“ განათავსა და სამადლობელო წერილიც გამოაქვეყნა:

„მადლობა ყველას, ყველას, ყველას ამდენი კეთილი სიტყვებისთვის ! მიხარია, ამდენი კეთილისმსურველი ადამიანი რომ არის ჩემ გარშემო!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g