ეკა კახიანი პარიზში, მონმარტრზე, ერთ-ერთ კაფეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რა არაჩვეულებრივ ფორმაშია მომღერალი, საინტერესოა მისი საფრანგეთში გამგზავრების მიზეზი – ის საფრანგეთის დედაქალაქში დედასთან ერთად იმყოფება. როგორც ჩანს, ეს ეკას მიერ მიძღვნილი საჩუქარია დედისთვის დაბადების დღის აღსანიშნავად.