LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კვარიათში პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნა, რომელსაც საკუთარი ობსერვატორია და სიგარ კლუბი აქვს

1466
243523249-396137855559810-1156404884646383136-n

დღეიდან, კვარიათში Litz Resort სატესტო რეჟიმში იწყებს ფუნქციონირებას. გამორჩეული არქიტექტურის მქონე, მაღალი კლასის 101 ნომრიანი სასტუმრო, უნიკალურ მდებარეობასთან და განსაკუთრებულ გარემოსთან ერთად, სტუმრებს დაუვიწყარ დასვენებასა და მაღალი კლასის სერვისს სთავაზობს.

პრემიუმ კლასის სასტუმრო კომპლექსი Litz Resort საშუალებას იძლევა ერთდროულად 250-მდე სტუმარს უმასპინძლოს.

სასტუმროში განთავსებულია კინოთეატრი, სპა-ცენტრი, ბოულინგი, საბილიარდო, ჯაზ-კლუბი, 3 რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, სილამაზის სალონი, სიგარ კლუბი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა  ბუხრით, ობსერვატორია, ჩილიმ ბარი, პეტანკეს ორი მოედანი, ორი გიგანტური ჭადრაკი, ვერტმფრენის მოედანი და სხვ.

სასტუმროში ერთი დახურული და ორი ღია ტიპის აუზია, რომელთაგან ერთი ე.წ. infinity pool – ზღვაზე გადაკიდებული პანორამული  საცურაო აუზია, ხოლო მეორე გამორჩეულია მტკნარი წყლითა და ჩანჩქერით. სასტუმროს ასევე აქვს შიდა დახურული აუზი.

სასტუმროდან ტყეში შემავალ გზაზე 8 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკია მოწყობილი, სამომავლოდ აქვე იგეგმება კაზინოს გახსნაც.

 

სპეციალურად ბავშვებისთვის, სასტუმროში მოეწყო გასართობი და სათამაშო სივრცეები, სანაყინე, გარე გასართობი სივრცე, საწუწაო მოედანი და 2 გიგანტური ჭადრაკის დაფა.

ამ ეტაპზე სასტუმროში 150-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა 90%-ს ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები