LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Maserati MC20 – სუპერქარი რომელმაც ფორმულა ერთის ტექნოლოგიები მიიღო

193
maserati

Maserati კარგა ხნის განმავლობაში დუმდა და სხვა ლუქს ბრენდების ჩრდილში რჩებოდა. ცოტა ხნის წინ კი მწარმოებელმა თავის ისტორიაში ახალი ეპოქის დაწყება გადაწყვიტა. უახლოეს წლებში კომპანია მოდელთა ხაზის გაფართოებას გეგმავს (გაჩნდება კიდევ ერთი კროსოვერი და 6 ელექტრომობილი), ასევე იგეგმება ნახევრად ავტომატური სისტემების დანერგვა, ქსელური ტექნოლოგიების განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ავტოსპორტის სამყაროში დაბრუნება.

მიზნებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში ბრენდს MC20 დაეხმარება. კუპე Maserati–ს ინოვაციების ლაბორატორიაში შექმნეს. რევოლუციური სუპერქარი იტალიელებისთვის პირველი საშუალო ძრავიანი მანქანა გახდება. ახალი აგრეგატი მართლაც უნიკალურია, ის Maserati–ს კედლებში, ფორმულა 1–ის ტექნოლოგიებით შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები