სკარლეტ იოჰანსონს ბევრი არ უფიქრია, როგორი უნდა ყოფილიყო მისი სამოსი ელენ დეჯენერესის საახალწლო გადაცემაში სტუმრობისას. მსახიობმა არჩევანი სადა და პრაქტიკულ სამოსზე გააკეთა. ნაძვის ხეებითა და საახალწლო დეკორაციებით მორთულ სტუდიაში სკარლეტი არა მბზინავი კაბით, არამედ ნაქსოვი როლინგითა და ღია ფერის ტყავის შარვლით გამოჩნდა. ანსამბლს კი „კრისტიან ლაბუტინის“ ფეხსაცმელი შეუხამა.
საახალწლო გადაცემის სტუმარი ასევე ლეგენდარული ირლანდიელი მუსიკოსი ბონო იყო.
ფოტო: ისე ბრწყინავს, როგორც არასდროს – სკარლეტ იოჰანსონი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა
ფოტო: სკარლეტი და რიზი – გოგონების ფერადი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე