ამ წუთებში ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავენ.
ადგილზე იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”, “ლელოს”, “ლეიბორისტული პარტიის” და სხვა პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები.
ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით მდუმარე აქციით გამოხატავს პროტესტს. ასევე ამ ფორმით ეხმაურებიან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაკ პომპეოს ვიზიტს, რომელიც ოპიზიციის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.