LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რუსთაველის თეატრმა ახალი მსახიობები მიიღო

245
მარინა კახიანი

რუსთაველის თეატრმა საკუთარ დასში ოთხი ახალგაზრდა მსახიობი მიიღო .

მაყურებელს ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები რეპეტიციიდან უკვე გაუზიარეს:

„ახალგაზრდა მსახიობები ბუკა თოლორდავა და ბექა მეძმარიაშვილი პირველად რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში „ერთხელ… მხოლოდ…”!

რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის შემადგენლობას, კასტინგის შედეგად შერჩეული 4 ახალგაზრდა მსახიობი შეუერთდა.

ეროვნულმა თეატრმა მსახიობების შერჩევის  მიზნით კასტინგი 24-25 მაისს ჩაატარა, მასში მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დრამის და კინოს მსახიობის სპეციალობის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს შეეძლო.

შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, რუსთაველის ეროვნული თეატრის დასის წევრები გახდნენ:

ბუკა თოლორდავა

მარიტა მესხორაძე

ბექა მეძმარიაშვილი

ირაკლი კერესელიძე“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები