LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სოფო ბედიას ახალი კლიპის პრეზენტაცია აზიურ მოტივებზე: „ახლაც არ ჩერდება სატელეფონო ზარები… დარწმუნებული ვარ, ეს სიმღერა დიდ წარმატებას მომიტანს…“

1583
სოფო ბედია

ახლახან სოფო ბედიას სიმღერაზე „ცხოვრება ერთი წამია“ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია კინოთეატრ „კავეაში“ შედგა.

პრეზენტაციას სოფო ბედიას გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავად საღამოს მთავარი გმირი ძალიან ღელავდა, თუმცა ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა და კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

თავად მომღერალი მიიჩნევს, რომ ეს კომპოზიცია მის კარიერაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ახალი ეტაპის დასაწყისია.

სოფო ბედია: 

სიმღერა „ცხოვრება ერთი წამია“ ეკუთვნის კომპოზიტორ კაკი ბოლქვაძეს, ტექსტის ავტორია შორენა ტაბატაძეს. არანჟირების ავტორი ცირა ბზიშვილი და მის სტუდიაში ჩაიეწრა.

ვიდეორგოლის რეჟისორიც კაკი ბოლქვაძეა, გადამღებ ჯგუფში შედიან ბესარიონ კვარაცხელია და ზვიად კარტოზია.

კლიპში მონაწილეობენ არაბული ცეკვების პროფესიონალი მოცეკვავე ელენა ჩიხლაძე, ლაშა გოგაშვილი, Fire Show კი ეკუთვნის გიორგი ედიშერაშვილს.

რაც შეეხება ჩემს ლუქებს, დიდი მადლობა ჩემს პირად დიზაინერს, თამარ ყვავაძეს. სწორედ მას ეკუთვნის ეს ულამაზესი კაბები, რაც კლიპშია წარმოდგენილი.

ვიზაჟისა და აქსესუარებისთვის მადლობას ვუხდი ბიკო ბერუაშვილს.

კლიპი გადავიღეთ რაბათსა და უფლისციხეში.

განსაკუთრებული მადლობა ირაკლი ხაჩიძეს, რომელმაც კლიპთან დაკავშირებული ყველა დეტალი მოაგვარა.

კლიპის პრემიერა შედგა „კავეაში“ და ასევე გამორჩეულ მადლობას ვუხდი დალი ბუხრაძეს.

რატომ გადაწყვიტე აზიურ მოტივებზე სიმღერის ჩაწერა?

ასეთი სტილის პირველი სიმღერაა ჩემს რეპერტუარში და ძალიან განსხვავებული გამოვიდა. ძალიან დიდი ოვაციები მივიღე. ახლაც არ ჩერდება სატელეფონო ზარები. ადამიანების ასეთი შეფასებები დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, ეს სიმღერა დიდ წარმატებას მომიტანს. არ ვჩერდები, აქტიური ვარ და ვაკეთებ ნამდვილად ხარისხიან პროდუქციას. ვიცი, როცა „იუთუბ არხზე“ დაიდება, დიდი გამოხმაურება ელის საზოგადოების მხრიდან. ძალიან აჟიტირებული და ბედნიერი ვარ გუშინდელი დღით და იმ გამოხმაურებებით, რომლებიც კლიპის პრეზენტაციას მოჰყვა.

 

 

ფოტოები: „გლამურ ჯორჯია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები