ცნობილი ბიზნესმენი თორნიკე, იგივე თოშა ქებურია და მისი მეუღლე, მოდელი ქეთი ჟღენტი მესამე შვილის მშობლები გახდნენ.
გოგონა გაგუას კლინიკაში გაჩნდა, მას ლიანა დაარქვეს.
შვილის დაბადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება თოშა ქებურია: „რა თქმა უნდა, ახალ წელს ინება“ – წერს თოშა.
სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს ქებურიას მეუღლეც.
ცნობისთვის, წყვილმა 2017 წელს იქორწინა.
მათ ორი შვილი, კატერინა და ბუბა ჰყავთ, ხოლო მესამე შვილი 14 იანვარს შეეძინათ.