,,ფორტუნა პლუსი” ამჯერად „ვიქტორიას სიქრეთის“ ვარსკვლავის, 37 წლის მირანდა კერის მალიბუს სახლში გამოგზაურებთ.
ვარსკვლავის სახლის დიზაინი ქანთრი სტილშია გადაწყვეტილი, აქ პასტელური ფერები სჭარბობს.
მირანდას სახლი საოცრად დახვეწილი და ჰაეროვანია. მისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ნივთი, მუსიკალური ინსტრუმენტი ფორტეპიანოა, რომელზე დაკვრაც მას ბებიამ ასწავლა.
საოცრად არის მოწყობილი კერის სააბაზანო ოთახიც, ის ბუნებრივი კრისტალებითაა გაფორმებული.
სანაპიროზე მდებარე სახლს გარშემო ხეხილიანი ბაღი აკრავს.