თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟი დაინიშნა. გრანდიოზული ნიშნობის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ირკვევა, დათუჩა ბურჭულაძის რჩეული ქართველი ჩოგბურთელი, წალენჯიხელი ზოზია ქარდავაა.
ზოზია ქარდავას წარმატებული სპორტული კარიერის შესახებ არაერთხელ დაწერილა.
სპორტული გვერდები აღნიშნავენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, წალენჯიხა, ისევე როგორც მთელი საქართველო, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთმა წალენჯიხელმა ასახელა და ზოზია ქარდავას სპორტულ მიღწევებს უსვამენ ხაზს.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 8 შვილი ჰყავს.
აქედან ხუთის შესახებ მონაცემები შეყვანილია დეკლარაციაში.