1-ელ ივნისს „რუსთავი 2“-ის დაბადების დღე დიდი კონცერტით აღინიშნა.
ამ კონცერტზე გამოდიოდა თიკა ჯამბურია, რომელმაც სპეციალურად „ღამის პრაიმ ტაიმისთვის“ ჟურნალისტ ანდრო მჭედლიძესთან ერთად ჩაწერილი დუეტი „დაღამდება, გათენდება“ იმღერა.
თიკა ღონისძიებაზე თეთრებში გამოწყობილი მივიდა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.