LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ყველაზე მომხიბვლელი ქართველი ბებია, ლიკა კვარაცხელია

2734
likakvaracxelia201119

ასეთი ტიტული რომ არსებობდეს, ანუ ყველაზე ლამაზი ქართელი ბებიის, მას აუცილებლად ლიკა კვარაცხელიას მივაკუთვნებდით. ფეხბურთელ მურთაზ შელიას მეუღლე, წარსულში მოდელი, ლიკა კვარაცხელია საქმიანი ქალია, ის თაკო ჩხეიძესთან ერთად “ჯეომოდელსს“ ხელმძღვანელობს, არის სამი შვილის დედა და ოჯახში ყველაზე გემრიელი კერძების მომზადების პარალელურად, საკუთარი კულინარიული ჰობი მცირე ხნის წინ “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემის მაყურებელსაც გააცნო.

ლიკა კვარაცხელია ბებია სულ რამდენიმე დღის წინ გახდა. მის უფროს ქალიშვილს, ანა შელიასა და მორგაბე ლაშა ლომიძეს პირველი შვილი შეეძინათ.

ბედნიერმა ახალბედა დედიკომ საფრანგეთში, სამშობიაროში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პატარა გოგონას მხოლოდ ხელი ჩანს და ბევრი მილოცვაც მიიღო. გოგონას ელი დაარქვეს.

მოგვიანებით, ანამ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მამა-შვილი ერთად ჰყავს გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები