მაკა ზამბახიძე გიორგი გაბუნიას შოუს სტუმარი გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია და საუკეთესოდ გამოიყურება.
მან გადაცემაში მისასვლელად წითელი კაბა-პიჯაკი შეარჩია, რომელსაც საკმაოდ თამამი გული აქვს.
ფოტო: მაკა ზამბახიძის ტრენდული საყურე
გიორგი გაბუნიას შოუში სტუმრობისას მან დიდი ხნის მეგობარსა და პარტნიორთან, რატი დურგლიშვილთან ერთად სიმღერა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ რატიმ და მაკამ მცირე ხნის წინ ახალი ერთობლივი კომპოზიცია ჩაწერეს და როგორც დუეტს, გეგმებიც აქვთ.
ვიდეო: “მეტი რა ქნას, ავამღერე ხმებში” – მამულიჩა მაკა ზამბახიძესთან ერთად დუეტში ამღერდა