მომღერალი და მსახიობი ვახტანგ ტატიშვილი ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „ერთად ყოფნის 50 წელი“ შეუსრულდათ.
ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა.
სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარს 50 წლის იუბილე მიულოცეს, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ერთად დიდხანს ცხოვრება უსურვეს.
ვახტანგ ტატიშვილს მომავალი მეუღლე თენგიზ ჩხეიძემ გააცნო და როგორც თავად ამბობს, „დაკვირვება-დაკვირვებაში ცოლადაც მოიყვანა“. ვახტანგ ტატიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, რომ მეუღლის მშობლებთან კარგი ურთიერთობა აქვს და ძალიან უყვარს თავისი სიდედრი.