ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ზღვაში კიდევ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ.
როგორც „ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.