LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრედერიკ ბეგბედერი: თუკი საქართველოს შესახებ არაფერი იცით, სულელები ხართ!..

2538
Capture

ფრედერიკ ბეგბედერის რიგით მეორე ვიდეო განთავსდა Spend your summer in Georgia-ს ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე. როგორც ვიდეოს აწერია, ფრანგ მწერალს ჩვენთვის კიდევ ერთი შეტყობინება აქვს.

„თუკი საქართველოს შესახებ არაფერი იცით, სულელები ხართ! ის ულამაზესია. მიყვარს ეს ქვეყანა!..“, ამბობს ბეგბედერი.

შეგახსენებთ, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა ჟურნალ „თორმეტის“ მოწვევით და ქვეყანა კმაყოფილმა დატოვა. ახლა კი მონაწილეობას იღებს კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“. წინა ვიდეოში მან მოუწოდა ყველას, რომ ამჯერად შემოდგომა გაატარონ საქართველოში.

ფრედერიკ ბეგბედერი თბილისურ ვიზიტზე: „როგორც იქნა, მივხვდი, რას ნიშნავს იყო ჯასტინ ბიბერი...“

ცნობილი მწერლისა და გახმაურებული რომანის – „99 ფრანკი“ ავტორი, ფრედერიკ ბეგბედერი თბილისში ჟურნალ „12“-ის მოწვევით ჩამოვიდა. ამგვარად, ჟურნალის მფლობელებმა დააანონსეს ნომერი, რომლის რედაქტორი ოლიკო ბაბლუანი გახლდათ. ამ ნომერში ბევრ საინტერესო მასალასთან ერთად, რომელთა შორის რეჟისორ გელა ბაბლუანის ინტერვიუც გახლავთ, ფრედერიკ ბეგბედერთან ოლიკო ბაბლუანის საუბარიცაა უამრავ საინტერესო თემაზე. ინტერვიუ პარიზშია ჩაწერილი. ბეგბედერის თბილისური ვიზიტის ფარგლებში, მწერალი […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები