LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით: ოხანაშვილი ოპოზიციას

42
BeFunky-collage

პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და ურჩია, რომ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა გააგრძელონ, რადგან ბევრ რამეს ისწავლიან.

ოპოზიციონერი დეპუტატები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს აკრიტიკებენ, ანრი ოხანაშვილი კი ამის საპასუხოდ განმარტავს, რომ რეგლამენტის თანახმად, ბიოკოტი საპარლამენტო პროცედურა და ლეგიტიმური საშუალებაა, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ პოლიტიკური შეხედულების გამო საპარლამენტო პროცედურებს ბოიკოტი გამოუცხადოს.

“კარგია, გააგრძელეთ ირაკლი კობახიძის წიგნების კითხვა, ბევრ რამეს ისწავლით, როდესაც ირაკლი კობახიძემ გითხრათ, რომ პარლამენტში ყველა შევიდოდა, შეგისრულათ და შემოხვედით.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიას ბოიკოტის გამო დაფინანსება არ უნდა შეუწყდეს. ზუსტად ამას ვაკეთებთ, დაფინანსება ბოიკოტის გამო არავის შეუწდება. ირაკლი კობახიძეს ახალი გამოცემებიც აქვს და იქაც იგივეს იმეორებს. ამიტომ ბატონი ირაკლის წიგნების კითხვა გააგრძელეთ – უფრო აიმაღლებთ კვალიფიკაციას კონსტიტუციურ სამართალსა და ადამიანის უფლებებში, რაც ყველას ნამდვილად გჭირდებათ. დიამეტრალური განსხვავებაა, როცა პარლამენტის წევრი ბოიკოტს საპარლამენტო პროცედურებს უცხადებს და როცა პარტია კონსტიტუციურ ორგანოს უცხადებს საბოტაჟს”, – თქვა ოხანაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ბოიკოტის გამო პლენარული სხდომების გაცდენა საპატიოა და ამ უფლებას არავინ არავის შეუზღუდავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები