LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაამხნევა, დალოცა და გამოჯანმრთელება უსურვა” – ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა

82
BeFunky-collage (1)

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა, გაამხნევა და გამოჯანმრთელება უსურვა.

“გუშინ გვიან ღამით ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მარტვილში, საეპისკოპოსო რეზიდენციაში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა.

„მე ერთი მოვინახულე, აქ ვინც იყო დარჩენილი. დანარჩენი- ზოგი გაეწერა, ზოგი წავიდა“, – განაცხადა მეუფემ.

მიტროპოლიტმა ჟურნალისტი გაამხნევა, დალოცა და გამოჯანმრთელება უსურვა.”

 

შეგახსენებთ, გუშინ, ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

ამავე თემაზე:

ძალადობის ხელშეწყობისათვის მიტროპოლიტი სტეფანე დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყენებული – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ვიდეო: ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა – დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც

მარტვილის ეპარქიაში დაშავებულებიდან ერთ-ერთ თბილისში გადმოიყვანეს

მეუფე სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები