LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაბედე” სოფო კილაძესთან “ჩაფხუტებით” მივიდა

410
1575548575099921

უმრავლესობის დეპუტატის, სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მოძრაობა  „გაბედეს“ აქტივისტებმა აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, ისინი დეპუტატთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განმარტებით, სოფო კილაძე პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს, თუმცა ბოლო დროინდელ ძალადობის ფაქტებზე დუმს და არაფერს ამბობს.

აქტივისტები ბიუროსთან ჩაფხუტებით მივიდნენ. მათი თქმით, ჩაფხუტები თავდაცვის მიზნით დაიხურეს, რადგან მთავრობა ყველგან კონტრაქციას ახვედრებს. „გაბედეს“ წევრებმა ადგილზე ფულის გამოსახულების შოკოლადის 41 ფილაც მიიტანეს.

 

ბიუროს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს აცნობა, რომ კილაძე ამჟამად პარლამენტში, კომიტეტზე იმყოფება, რის გამოც მათ ვერ შეხვდება.

საკანონდებლო ორგანოში მყოფი სოფო კილაძე აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აქციაზე შეკრებილი სამოქალაქო მოძრაობებთან მშვიდობიან ფორმატში შეხვედრაზე შეთანხმებული იყო, თუმცა ისინი არ მოვიდნენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მსგავსი აქციები მხოლოდ შოუს დადგმას ემსახურება.

დაგვიცავი, გაკვირდები: სამოქალაქო მოძრაობის აქციის პარალელურად კონტრაქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ საპროტესტო აქციებზე აქტივისტებს უსაფუძვლოდ დაკავებას აპროტესტებენ.

„ყველა მოქალაქეს აქვს საკუთარი პოზიციის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ჩემს მაჟორიტარულ ბიუროსთან მივიდნენ, ხედავთ, რომ ჩვენ არავითარი მხარდამჭერების მობილიზება არ მოგვიხდენია. იქ არის სამუშაო პროცესი და ძალიან კარგი იქნება თუ ხელს არ შეუშლიან.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომელიც ჩემამდე მოვიდა მათი მხრიდან, თითქოს მე არ გამოვდივარ კონტაქტზე… ვერ მივიღებ ამ ბრალდებებს, მეტსაც გეტყვით, ძველი „სირცხვილიას“ და ახლანდელი „გაბედეს“ მოძრაობის წევრებთან შეთანხმებული ვიყავი შეხვედრაზე,მაგრამ ისინი არ მოვიდნენ. მათ თუ ახლა პერფორმანსების მოწყობა უნდათ, კი ბატონო, მაგრამ ეს პერფორმანსები მოკლებულია გულწრფელობას. მათ ნებისმიერ დროს ჩემთან შეხვედრის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ისინი მაინც ამ გზას ირჩევენ, რომელსაც შემდეგ შეიძლება რაღაც პროვოკაციები მოჰყვეს და ვფიქრობ, ეს არის გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ შოუები დაიდგას”, – აცხადებს კილაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g