LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების საჭიროება დღის წესრიგში დადგეს

60
თამარ გაბუნია

“თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება მოგვიწევს, საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და რესურსზე ისაუბრა.

თამარ გაბუნიას თქმით, ყველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა და რესურსი არსებობს, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს:

“დღეს შემთხვევების რაოდენობა ისევ 5000-ს აჭარბებს. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. 7500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული მიმდინარე 2-3 დღის განმავლობაში.

ყველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა. ჯერჯერობით საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება გაწერების ხარჯზე ხდება. ამის რესურსი არსებობს, საწოლბრუნვა იძლევა იმის საშუალებას, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს.

დღესაც “ნიუ ვიჟენში” შევისწავლეთ მდგომარეობა. რა თქმა უნდა, დატვირთული სიტუაციაა მაგრამ არა ისეთი, რომ რომელიმე პაციენტს მიღებაზე უარი უთხრან. ჯერ ამის მართვა ხერხდება.

თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია.” – განაცხადა მან.

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, დღეს საუბარი ძალიან რთულია იმაზე, თუ რა შემთხვევაში გადავა ჯანდაცვის სექტორი საველზე ჰოსპიტლებზე:

“8000 არის ჩვენი მაქსიმუმი. საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად წარმოაჩენს.” – თქვა გაბუნიამ.