ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით ამ ეტაპზე დაღმასვლა შეიმჩნევა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მოლოდინია, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, მარტის ბოლომდე უკეთესი მდგომარეობა იქნება, თუმცა მისივე თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.
„თუმცა მნიშვნელოვანია კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ და საბოლოო დასკვნა აქედან გამომდინარე გაკეთდეს. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება. ეს ყველაფერი მართვადია.
პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს.
მოლოდინი არის ის, რომ შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, ალბათ მარტის ბოლოსკენ იქნება უკეთესი მდგომარეობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
16 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის15 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 10 894, ხოლო გარდაიცვალა 55 ადამიანი.