LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა ტანდაბალი, ცოცხალი, მკვირცხლი ადამიანი” – თენგიზ ცერცვაძე ბიძინა ივანიშვილთან პირველ შეხვედრას იხსენებს

276
BeFunky-collage (1)

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ამის შესახებ მან POSTV-ს ეთერში ისაუბრა.

„პირველი შეხვედრა იყო ძალიან მოულოდნელი. მაშინ ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ მითების დონეზე იყო საუბარი. რაღაც გრაფ მონტე კრისტოსნ მსგავს ცხოვრებას ეწეოდა. ის ეწეოდა ქველმოქმედებას, არ ჩანდა და მას არავინ არ იცნობდა სახეზე. მისი გარემოცვიდან დამირეკეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩემთან საუბარი სურდა“, – განაცხდა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე მაშინ „შიდსის“ სახელმწიფო პროექტზე მუშაობდა. „გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა ტანდაბალი, ცოცხალი, მკვირცხლი ადამიანი. ამოვიდა, გამეცნო… გაგონილი მქონდა ვინ იყო. მას აინტერესებდა კონსულტაცია სამედიცინო საკითხებზე. ცნობილია, რომ ის ძალიან დაინტერესებული კაცია. ყველაფერი რასთანაც შეხება აქვს აინტერესებს და აუცილებლად ამ საკითხებში უნდა ჩაიხედოს, გაერკვეს. იქ იყო რაღაც საკითხები, რომელიც საინტერესო პრობლემას ეხებოდა, კერძოდ ვირუსები, რომელიც იწვევს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს. ის სწავლობდა ამ პრობლემას და კითხულობდა. მაშინ ის უცხოეთში უფრო ხშირად იყო ვიდრე აქ და ფრანგ ექიმებთანაც ჰქონდა გავლილი კონსულტაცია. მოვიდა, ვისაუბრეთ, კარგახანსდარჩა, ალბათ 2 საათი. ჩაეყარა საფუძველი ორმხრივ სიმპათიას და ურთიერთობებს.“-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძე ბიძინა ივანიშვილს პირველად 2005 წელს შეხვდა.

რამდენიმე დღის წინ ივანიშილმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს „პირველი არხის“ ეთერში მადლობა გადაუხადა. მან განაცხადა, რომ ცერცვაძეს ძალიან დიდ პატივს სცემს, როგორც საუკეთესო ექიმსა და საუკეთესო ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები