LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული” – სახალხო დამცველი რიონის ხეობაში ჩავიდა

57
170258912-921044798698765-3901832030116097173-n

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში ჩავიდა და გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდა.

ლომჯარია ადგილზე პოლიციის მიერ დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეზღუდვასთან დაკავშირებით დასაბუთებული არგუმენტი არ მოუსმენია და რეგულაცია არაპროპორციულია:

“იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და დასაბუთება ჯერ არ მომისმენია, არც საჯაროდ და არც ოფიციალურად და ვერც ადგილზე მივიღეთ, მიმაჩნია, რომ გამოყენებული გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული. კიდევ აღვნიშნავ, რომ დღეს არანაირი საჭიროება არ არსებობს, აქ რაიმე გადაადგილება კონტროლდებოდეს, რადგან არც ძალადობრივი აქციაა დაანონსებული და არც რაიმე წინაპირობაა იმისთვის, რომ მკაცრი ღონისძიებები დაწესდეს და მოქალაქეებს გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდოთ.” – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მეტად უნდა დაფიქრდეს, ასეთ ტრაგედიაზე ცალსახა განცხადებები მისაღები არ არის: სერგეენკო ენგურის ტრაგედიაზე

"სამწუხაროდ, ჩვენს ძალებს აღემატება, გავაქროთ დროებით ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ენგურზე გადის" - დავით სერგეენკო.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, აპარატმა სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით უკვე მიმართა შსს-ს და მათს არგუმენტაციას შეისწავლიან.

“სამწუხაროდ, ვერც ადგილზე მივიღე განმარტება აქ მყოფი პოლიციელებისგან, თუმცა ჩვენ უკვე მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მარტო ამ ბლოგპოსტთან, არამედ ზოგადად იმ სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რასაც პოლიცია მიმართავს ადგილზე და აუცილებლად შევისწავლით, სამართლებრივ მხარეს რა არგუმენტაცია აქვთ.” – თქვა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება შსს-ს პოზიციას, უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დროებით ძალაში რჩება, რომ მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები