LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს ბავშვთა ფონდი და ნიკოლოზ რაჭველი ბავშვის უფლებათა 30 წლისთავს საგანგებო კონცერტს უძღვნიან

363
nikoloz-rachveli-unicef

სოფიო მელიქიძის ფოტო

პრესკონფერენცია ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავის აღსანიშნავი კონცერტის და ნიკოლოზ რაჭველისათვის საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდების მომდევნო ორი წლით გახანგრძლივების შესახებ დღეს, 26 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონში“ 16:00 საათზე გაიმართება.

მას დაესწრებიან ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში; ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი, დირიჟორი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი საქართველოში; თეონა ჯორბენაძე, სცენარისტი, პროდიუსერი, ხელოვანთა კავშირის კონცეპტArt  სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ნახუცრიშვილი, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის გენერალური მენეჯერი.

2019 წელს, მთელი მსოფლიო ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებს უერთდება კომპოზიტორი და დირიჟორი, გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი საქართველოში ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და საკონცერტო სეზონს გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთობლივი პროექტით გახსნის.

კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება და ნიკოლოზ რაჭველი მსმენელს 10 წლის ცოტნე ზედგინიძეს წარუდგენს, რომელიც მუსიკალური საზოგადოებისთვის 2019 წლის მთავარ აღმოჩენად იქცა.

პრესკონფერენციაზე გამოცხადდება კონცერტის პროგრამა, ასევე განახლდება თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდსა და ნიკოლოზ რაჭველს შორის,  ის კვლავ მიიღებს იუნისეფის ელჩის წოდებას საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები