მიტოვებული სანატორიუმები, უფუნქციოდ დარჩენილი უნიკალური შენობები და ბუნება, რომელიც ერთი ნახვით აგღაფრთოვანებთ – ეს წყალტუბოაა, რომლის აღორძინებაც უახლოეს 3 წელიწადში იგეგმება.
როგორც იცით, რამდენიმე დღის ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებს.
„ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტს, დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები გელათის, მოწამეთას, კაცხის სვეტის, პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, ოკაცეს კანიონის მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება“ – ამბობს ივანიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ის მზად არის, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.
თუმცა, ვიდრე კურორტის აღორძინების პროექტი დაიწყება, შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გამოიყურება კურორტი დღეს, შემოდგომის სეზონზე. ოქროსფერი წყალტუბოს ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში, ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia-ში გავრცელდა.
წყალტუბოს ევროპული პერსპექტივა - ის საკურორტო მიზიდულობის ცენტრი გახდება
ეკონომიკის მინისტრი ივანიშვილის ინიციატივაზე საუბრობს