LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ – გახარიას პასუხი ოპონენტებს

116
BeFunky-collage (4)

ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მშპ-სთან შედარებით საქართველო არის მეორე ადგილზე. გახსენით წიგნი, რაღაცა წაიკითხეთ – პირველ ადგილზე არის სინგაპური, მეორე ადგილზე არის საქართველო”, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას.

მანამდე “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რომელ რეიტინგს ეყრდნობა საქართველოს მთავრობა, როდესაც აცხადებს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით ლიდერობს.

ამასთან, გიორგი გახარიამ, მაკროეკონომიკაში კონსულტაციების გავლა ურჩია ევროპული საქართველოს წევრს, ოთარ კახიძესაც
“ბატონო ოთარ, მე თქვენ გიცნობთ, როგორც კარგ იურისტს. მაკროეკონომიკაში ვინმესთან კონსულტაციები გაიარეთ, რეებს მელაპარაკებით? რაღაც ზღაპრებს მიყვებით მსყიდველუნარიანობა დოლართან დაკავშირებით… ცოტა სერიოზულად მოიქეცით, რა”, — განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ მოხსენებით წარდგა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

დავაწინაურებ – პრემიერის პასუხი ბოკერიას კითხვაზე, გადააყენებს თუ არა წულუკიანს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები