LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამამხნევებელია იმის ნახვა, როგორ ათავისუფლებენ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები მეტ უკრაინულ ტერიტორიას”- იენს სტოლტენბერგი

127
იენს-სტოლტენბერგი-1

გამამხნევებელია იმის ნახვა, როგორ ათავისუფლებენ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები მეტ უკრაინულ ტერიტორიას, – აღნიშნულის შესახებ ბ “ნატო-ს” გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, “ნატო-ს” მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან.

“გამამხნევებელია იმის ხილვა, როგორ ახერხებს უკრაინა მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას. ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება რეალურად ადგილზე. რაც ვიცით, არის ის, რომ რუსეთი ჯერ კიევის გარშემო ჩრდილოეთიდან განდევნეს, შემდეგ ხარკოვის გარშემო აღმოსავლეთიდან და ახლა ვხედავთ, როგორ ახერხებენ უკრაინელები, ნელ-ნელა უკან დაახევინონ სამხრეთში, ხერსონის გარშემო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, “ნატო-ს” მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან”, – აცხადებს სტოლტენბერგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები