LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიება მუშაობს ორგანიზატორის დადგენის მიმართულებით: პროკურორი 5 ივლისის ძალადობაზე

235
tamari

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო გამოძიება ორგანიზატორების გამოვლენის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ  განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულების საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ იაკობიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით. კონკრეტული ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებაში დაზარალებული პირების ჩართულობით შედარებით უფრო მარტივია კონკრეტული პირების მიმართ მტკიცებულებების მოპოვება, მოცემულ შემთხვევაში შედარებით მოცულობითია სამუშაო ორგანიზატორებთან მიმართებით”, – განაცხადა იაკობიძემ და დასძინა:

„ის გარემოება, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ჰყავს 16 ბრალდებული და 36 დაზარალებული, საიდანაც 30 არის ჟურნალისტი და ოპერატორი, ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე, გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს“. – აცხადებს თამარ იაკობიძე.

ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 21 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები