LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვლინდა 506 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

79
1934576719

საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 285 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 769, პისიარტესტით – 9 982.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,49 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 287 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 711 გამოჯანმრთელდა, 3 869 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 198, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 190 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 301 პირი.

ამასთან, 9 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 342 პაციენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები