LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვლინდა დარღვევა: უკრაინიდან საქართველოში შემოტანილი 110 310 კგ სიმინდი უკან გააბრუნეს

91
simindi

110 310 კილოგრამი სიმინდი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტვირთზე არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი.

„საბაჟო გამშვებ პუნქტში „ბათუმის პორტი’’, უკრაინის რესპუბლიკიდან 110 310 კილოგრამი სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინტეინერი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას, გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“,- აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები